Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩუქუროვას უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, მიმდინარე წლის 18 მაისს, მიიღო ჩუქუროვას უნივერსიტეტის პოზანტის პროფესიული სკოლის, ბუღალტერიისა და დაბეგვრის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ორჰან ჯენგიზი (Dr. Orhan Cengiz, University Associate Professor at Cukurova University Pozantı Vocational School, Department of Accounting and Taxation) რომელიც ერაზმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში ეწვია ჩვენს ქვეყანას. 

დეკანმა თურქ სტუმარს გააცნო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროგრამები და საერთაშორისო პროექტები. საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

 


 

 

 

 

თარიღი: 18/05/2026